პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა იყოს დამაკავშირებელი რგოლი საზოგადოებასა და აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, პრეზიდენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩვენ რომელიმე მიმართულებით ჩავთვალეთ, რომ რაიმე ცვლილებაა საჭირო, არ მივიტანთ იქამდე. აქ არის ჩვენი საპარლამენტო მდივანი, რომლის მთავარი დანიშნულებაა, უშუალო კონტაქტი საკანონმდებლო ორგანოსთან იმისათვის, რომ ჩვენ მივიტანოთ შესაძლო ინიციატივები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა წამოსული ინიციატივა, მიღებული და გათვალისწინებული იქნება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვლმა.