გიორგი მშვენიერაძე - თუკი საუბარია ცილისწამების ახლებურ რეგულირებაზე, ეს იქნება დარტყმა გამოხატვის თავისუფლებისთვის

თუკი საუბარია ცილისწამების ახლებურ რეგულირებაზე, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება დარტყმა გამოხატვის თავისუფლებისთვის, -ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორისთვის ცნობილი არ არის, პრეზიდენტი ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში რას გულისხმობდა.

“არ მოგვისმენია, ზოგადად რას გულისხმობდა თავის განცხადებაში ქალბატონი პრეზიდენტი. საახალწლო მილოცვაში და შემდგომაც არერთხელ გააგრძელა ამ თემაზე საუბარი. თუკი საუბარია ცილისწამების ახლებურ რეგულირებაზე, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება დარტყმა გამოხატვის თავისუფლებისთვის, რადგანაც ჩვენმა კანონმდებელმა, ისევე როგორც ბევრი ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა ძალიან სწორი ბალანსი იპოვა, ერთი მხრივ, პატივისა და ღირსებას და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის და ეს ბალანსი ჩვენ მიღებული გვაქვს კანონში 2004 წელს. თუკი ამის შეცვლას ვინმე აპირებს, ეს ნიშნავს ერთ რამეს - გამოხატვის თავისუფლების გაუარესებას”,- განაცხადა მშვენიერაძემ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და არასამთავრობო სექტორს შორის აღნიშნულ საკითხზე ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს