გრიგოლ გაგნიძის შეფასებით, ცილისწამების კუთხით კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივა საინტერესოა

თუ საზოგადოების დაკვეთა იქნება, რომ გარკვეული რეგულაციები შემუშავდეს და ევროსტანდარტებთან იყოს დაახლოებული, ვფიქრობ, ეს პროცესი გარკვეულწილად მისაღები უნდა იყოს, - ამის შესახებ "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ განაცხადა, რითაც ცილისწამების საკითხზე კანონმდებლობის გამკაცრების კუთხით პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის ინიციატივა ეროვნული კანონმდებლობის ახალი ფრანგული მოდელის მიხედვით შეცვლის თაობაზე, არის საინტერესო და განხორციელებადი.

„წინასაარჩევნო პერიოდი სავსე იყო ქალი პრეზიდენტის მიმართ დისკრიმინაციითა და სერიოზული ბრალდებებით მოღალატეობასთან დაკავშირებით. დღევანდელი კანონმდებლობით ეს არ არის დასჯადი და სწორედ ამან გამოიწვია პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა“, - აღნიშნა მან.

აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტი ამ წუთებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა