გიორგი მიქაუტაძე - არ ვიცი, რა ფორმით აპირებენ  მოსამართლეების უვადოდ განმწესების  შეჩერებას, ეს უნდა დააკონკრეტონ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძისთვის გაუგებარია „ქართული ოცნების" წევრის ეკა ბესელიას განცხადება, რომლის თანახმადაც, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეჩერდეს.

გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ადგილი აქვს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას.

"არ ვიცი, რა ფორმით აპირებენ უვადოდ განმწესების შეჩერებას, ეს უნდა დააკონკრეტონ. ჩემი აზრით, ესეც არის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მარტივად მოხდენის მცდელობა, რადგან სხვა შემთხვევაში უნდა გვითხრან, რომელ ნორმას, მუხლს და რომელ კანონში თუ კონსტიტუციაში შეცვლიან წესს. ამ პროცესის ასე მარტივად შეჩერება, როგორც ამის წარმოჩინება ხდება ერთი ადამიანის ან თუნდაც ერთი უწყების ნებით, შეუძლებელია. თუ სხვაგვარად არის, მაშინ უნდა გვითხრან კონკრეტული ნორმები. მე მგონი, იურისტები გვესაუბრებიან და მიგვითითონ იმ ნორმებზე, რომელიც ამას აჩერებს. უკვე მესამედ ვამბობ საჯაროდ, რომ ვინც ამას ამბობს, გაიმეოროს რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ შეაჩერონ ეს პროცესები და რას ემსახურება ეს კიდევ მეორე საკითხია, ალბათ და ამას ცალკე პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა