დავით ზალკალიანი – მნიშვნელოვანია საქართველო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში

მნიშვნელოვანია საქართველო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს საქართველოს კანდიდატი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, დავით კირვალიძე წარუდგინეს.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა და ვფიქრობ, დავით კირვალიძე თავისი გამოცდილებით, ცოდნით, კვალიფიკაციით ამ სფეროში იქნება ღირსეული კანდიდატი. არჩევნების წინ ხანგრძლივი პროცედურები იქნება და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან მხარდაჭერის მოსაპოვებლად,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრებმა საქართველოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრეს. თავის მხრივ, დავით კირვალიძემ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო თავისი მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს არჩევის შემთხვევაში.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი განაცხადი საქართველოს მხრიდან, საქართველოს რეფორმების პოპულარიზაციის კუთხით და ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატით ახალ დინამიკას და ცვლილებებს შევიტანთ გაეროს ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში,“ - აღნიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 22-29 ივნისს, ქ. რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 41-ე სესიის ფარგლებში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს