საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურიდან აცნობეს, 2019 წლის განახლებული კალათა გაზრდილია და მოიცავს 306 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას.

აღნიშნული სამსახურის განცხადებით, გასული წლის სამომხმარებლო კალათას გამოაკლდა 3 და დაემატა 4 პროდუქტი. ამასთან ერთად, განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები.

„სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას. 2019 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრული მოხმარების სტრუქტურას და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას“, – აცხადებენ „საქსტატში“.

მათივე განცხადებით, ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ-ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს სთავაზობს.

„განახლებული სამომხმარებლო კალათა, რომელიც ხელმისაწვდომია „საქსტატის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს. განახლებული სამომხმარებლო კალათა ხელმისაწვდომია „საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემდეგ ბმულზე: http://www.geostat.ge“, – აცხადებენ სამსახურში.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა