გიორგი მიქაუტაძე ფარულ ჩანაწერებზე - განცხადებებს ვისმენთ, თითქოს სასამართლოდან მოხდა რაღაც დაცული ინფორმაციის გაჟონვა, რაც სიცრუეა

განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, თითქოს სასამართლოდან მოხდა რაღაც დაცული ინფორმაციის გაჟონვა, ეს არის სიცრუე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, შესაძლოა, სასამართლოს ერთ-ერთი ინსტანციიდან გავრცელდა.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, დალუქული ინფორმაციის სასამართლოდან გასვლის შესაძლებლობა გამორიცხულია, შესაბამისად, მიზანმიმართულად კეთდება სასამართლოს მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ცილისწამება და ცრუ ფაქტებისშემცველი განცხადება გავიგეთ.ზუსტად ასეთ განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაშიც, თითქოს სასამართლოდან მოხდა რაღაც დაცული ინფორმაციის გაჟონვა, თუ მიზანმიმართული გავრცელება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის სიცრუე და ამ განცხადების ავტორმა ყველაზე კარგად იცის, რომ ეს არის შეთხზული ტყუილი, მიზნად ემსახურება კონკრეტული პირების კონკრეტულ მიზნებს, რომელზეც ახლა არ დავიწყებ განხილვას. მინდა, ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, რომ თუ ამ დანაშაულის გახსნა სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, ძალიან მარტივია გადამოწმდეს ის, რომ პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების ლუქები, რომელიც ედო ამ საიდუმლო მასალებს, დღემდე ხელუხლებელია და პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს ეს მტკიცებულებები, ელემენტარულად, არ გაუხსნია და არ გამოუკვლევია. ვერავინ მეტყვის, რომ ერთხელ მაინც მოხდა იმის პრეცედენტი, რომ სასამართლოდან მსგავსმა ინფორმაციამ გაჟონა. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება რომ ეს ახლა მოხდა. ასეთ ცრუ განცხადებებთან და ცრუ ომთან დაკავშირებით ჩვენი რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო