იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. საბჭო დღეს 8 კანდიდატს გაესაუბრა.

როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, თამარ ონიანმა განუცხადა, გასაუბრება ღია ფორმატით ჩატარდა, კანდიდატებისგან კი საბჭომ დასაბუთებული პასუხები მოისმინა.

„ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებსაც გამოსაცდელი ვადა 15 თებერვალს ეწურებათ. სწორედ იმ ნიშნით შევარჩიეთ ისინი 48 მოსამართლიდან, რომ 15 თებერვლამდე გადაწყდეს საკითხი მათი უვადოდ განმწესების ან არგანმწესების შესახებ. გასაუბრებამ საქმიან და ღია ფორმატში ჩაიარა. მათ დავუსვით კითხვები, როგორც პროფესიული თვალსაზრისით ასევე 2012 წლამდე გამამტყუნებელ განაჩენებთან დაკავშირებით. მათგან მოვისმინეთ საკმაოდ დასაბუთებული პასუხი. დანარჩენ მოსამართლეებს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა ეწურებათ 2020 წელს და ჩვენ სწორედ ამ ნიშნით დავნიშნავთ მათთან გასაუბრებას", - განაცხადა თამარ ონიანმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უვადო მოსამართლეობის მსურველ შემდეგ კანდიდატებს გაესაუბრა : ეკა არეშიძეს, გია ბერაიას, ლერი თედორაძეს, ინდირა მაშანეიშვილს, სალიხ შაინიძეს, ნატო ხუჯაძეს, ნატრული აკობიას და მერაბ ჯორბენაძეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა