გიგა ბოკერია – ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს არ სჯის

ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს არ სჯის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა ბოკერიამ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით.

„ამ საკითხებში ხელისუფლებას ნულოვანი ნდობა აქვს. წლებია გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის საჯარო სივრცეში პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ასეთი მომენტები დგება, როცა საკუთარ გუნდში ხელისუფლებას ვინმეს შერისხვა უნდა. ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ახლა, როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს.

ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლების მიზანი ისრების გადატანაა. ხელისუფლება არ ებრძვის რეალურ დამკვეთებს, არც იმათ, ვინც ეს სიბინძურის მანქანა ამოქოქა.

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ იდგა ამ საზიზღარი მანქანის უკან და ახლა, როდესაც საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ჩვენ ვიღებთ რეაქციას, რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ხდება და რა თქმა უნდა, ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პიარის და ისრების გადასატანად ჰქონდა და ეს ხელისუფლება არანაირად არ ებრძვის რეალურ არც დამკვეთებს, არც იმათ, ვინც ამოქოქა ეს სიბინძურის მანქანა კიდევ ერთხელ. ეს აძლიერებს ეჭვებს კავშირზე თვითონ პოლიტიკური ხელისუფლებისა ამ ყველაფრის გაკეთებასთან. თავისთავად, ეს ნაბიჯი იყო, რომ ოპოზიციის აქტივისტები აღმოჩნდნენ მათი პიარის მთავარი ობიექტი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა