3 თებერვლიდან მდინარე გლდანულაზე არსებულ ხიდებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის გამო, 3 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა განპირობებულია 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟით, რომელიც ჯამში 52 ერთეულია.

„სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს - როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ახალი ხიდების მშენებლობა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება“, - ნათქვამია განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2019
თათული ზაკალაშვილი - „ჰოთსეილი“ კონცეფციას იცვლის