ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი - ენერგეტიკის სექტორის რეფორმა მნიშვნელოვანია

ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის იანეს კოპაჩის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის რეფორმა მნიშვნელოვანია, რადგან ის გამიჯნავს ორ სხვადასხვა მიმართულებას, რომელიც უნდა იყოს კიდეც გამიჯნული.

მის თქმით, ერთი მიმართულებაა კომერციული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის და გაზის მიწოდებას, გაყიდვებს და თავისუფალი უნდა იყოს ბაზარზე, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს თავად აირჩიოს, რომელი მომწოდებელია უკეთესი ან რომელს აქვს უკეთესი ფასი. მეორე მიმართულება ინფრასტრუქტურაა.

ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მნიშვნელობასა და დეტალებზე ლიკანში პარლამენტის წევრებისთვის გამართულ სემინარზე ისაუბრა. ღონისძიება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, EU4Energy Governance პროექტისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ორგანიზებით ტარდება და განიხილება საკანონმდებლო პაკეტი ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკის შესახებ. სემინარში მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

როგორც იანეს კოპაჩმა სემინარის მონაწილეებისთვის განმარტა, რომ გაერთიანებას ეს რეფორმები ბევრ სხვა ქვეყანაში აქვს გატარებული და ცნობილია, თუ როგორ იმოქმედებს ის პრაქტიკაში. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ენერგოინფრასტურქტურა მაქსიმალურად დაცული და შეძლებისდაგვარად იაფი იყოს.

„როდესაც ვსაუბრობთ ელექტროენერგიის ბაზარზე, არ უნდა დაგვავიწყდეს მონეტის მეორე მხარე, ანუ ენერგოეფექტურობა. იაფი ენერგია არის ენერგია, რომელსაც დანახარჯების გარეშე ვიღებთ. ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ გვინდა შემდგომი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევამცირებთ ენერგოწყაროების გამოყენებას“, - აღნიშნა მან.

იანეს კოპაჩის განცხადებით, თხუთმეტი წლის წინ ევროკავშირმა წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით, ამას კი გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს ორგანიზება სჭირდება. მისი განმარტებით, ყველა საორგანიზაციო საკითხი ასახულია სამ დირექტივაში: ენერგოეფექტურობის დირექტივა, ენერგეტიკული შესრულების დირექტივა და ენერგო კვალიფიცირების დირექტივა.

„ეს სამი კანონპროექტი უკვე შემუშავებულია და პარლამენტს გადაეგზავნება და ვიმედოვნებ, ძალიან მალე მიიღებენ მათ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ენერგეტიკის თანამეგობრობის წევრობის ვალდებულება, არამედ იმიტომ, რომ ეს სარგებლის მომტანია ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო