სულხან სალაძე - პრეზიდენტმა დარბაზი მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა... ვერ გავიგე, შეხვედრა რა მიზანს ემსახურებოდა

მე ვერ ვხედავ ამ ტიპის შეხვედრების გაგრძელების არსს, ვინაიდან ვერ გავიგე მთავარ კითხვაზე პასუხი - დღევანდელი შეხვედრა რა მიზანს ემსახურებოდა,- ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სულხან სალაძის თქმით, თვითონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას არ დასწრებია და არასამთავრობო სექტორთან მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დარბაზი დატოვა. ამასთან, საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ცილისწამების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი გამოირიცხა.

“დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ლეღვის ნახარშის თემიდან დაწყებული, ლუგარის ლაბორატორიით დასრულებული. იმდენად დიდი დიაპაზონი და იმდენად ბევრი თემა შეიძლება იყრიდეს თავს ამ ორ თემას შორის, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელია, დისკუსია გვქონდეს იმაზე, თუ რა ტიპის ცვლილებები გვჭირდება. მე ვერ მივიღე მთავარ შეკითხვაზე პასუხი, თუ რა მიზანს ემსახურება ამ ტიპის შეხვედრა. საუბარი იყო საგარეო საფრთხეებზეც, დეზინფორმაციაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე... ამ ყველაფრის ერთ კონტექსტში განხილვა და ამ მასშტაბისა და მოცულობის შეხვედრაზე წინასწარ მომზადების გარეშე ღია მსჯელობა ისე, რომ მომწვევი მხარე პოზიციას არ აფიქსირებდეს, ვფიქრობ, არაეფექტურია. თუ გამოხატვის თავისუფლების ნაწილზე იქნება შეხვედრები, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საია მონაწილეობას ვერ მიიღებს. რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის გარე საფრთხეები, სხვა პრობლემები, რომელიც შეიძლება, არაკეთილმოსურნე სახელმწიფოებიდან მომდინარეობდეს, მიმაჩნია, რომ ეს თემები სტრატეგიულ განხილვას საჭიროებს და არა მოუმზადებლად მსჯელობას”, - განაცხადა სულხან სალაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მესამე სექტორს ცილისწამებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს