დავით სერგეენკო განმარტავს, რომ წითელას აცრის გაკეთებაზე უარის თქმა, სტუდენტის სტატუსის შეჩერებას არ გამოიწვევს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, წითელას აცრის გაკეთებაზე უარის თქმა სტუდენტის სტატუსის შეჩერებას არ გამოიწვევს.

სერგეენკო გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტს სტატუსის შეჩერებით დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ის არ წარადგენდა დოკუმენტს, რომლის თანახმად, წითელას ვირუსზე აცრა გაიკეთა.

„ჩვენი დადგენილება ცალსახად სარეკომენდაციო ხასიათის არის. მისი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს და ყურადღების აქცენტირება მიმართული იყოს ვაქცინაციის საჭიროებაზე. ეს არ არის დამსჯელობითი ღონისძიება, რომ ვინმეს შეუჩერდეს სტატუსი. დადგენილება სარეკომენდაციო ხასიათისაა “, - აღნიშნა სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო