კახა კალაძე ჟურნალისტს - რეებს ბოდიალობთ?! რომ გეუბნებით არ გესმით?! თუ გინდათ იტალიურად გეტყვით

რა თბილისის ბიუჯეტი?! რეებს ბოდიალობთ?! თბილისის ბიუჯეტიდან როგორ უნდა მომხდარიყო კერძო ფულის შევსება?!, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ჟურნალისტს მრავალჯერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

კითხვა „ქართული ოცნების“ ვაკის ოფისიდან დაკარგულ გარკვეულ თანხებს შეეხებოდა. თბილისის მერმა განაცხადა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, თანხის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. არის თუ არა დაკავებულები, ეს კახა კალაძისთვის უცნობია.

ჟურნალისტმა კალაძეს კვლავ მიმართა კითხვით, რომ თანხა სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო არჩევნებში დასაქმებული აქტივისტების, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დასაფინანსებლად, რაზეც კალაძემ განაცხადა, რომ ეს ტყუილია.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, როგორ მოხდა შემდეგ ამ თანხის შევსება.

„ვერ გეტყვით. შეგიძლიათ ჰკითხოთ, იქ გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ვიცი. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია. რომ გეუბნებით არ გესმით?! თუ გინდათ იტალიურად გეტყვით“, – განაცხადა კალაძემ.

მას ასევე კითხვით მიმართეს, შევსება მოხდა თუ არა თბილისის ბიუჯეტიდან.

„რა თბილისის ბიუჯეტი?! რეებს ბოდიალობთ?! თბილისის ბიუჯეტიდან როგორ უნდა მომხდარიყო კერძო ფულის შევსება?! შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ფულით კერძო ადამიანის მიმართ?! არასერიოზულად მესაუბრებით და ხომ არ ვიჭორავებთ“, – მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

იხილეთ ვიდეო: "რეებს ბოდიალობთ, არ გესმით ქართულად რასაც გეუბნებით?! თუ გინდათ იტალიურად გეტყვით, ახალგარდა ბიჭი ბრძანდებით..." - კალაძის კამათი ჟურნალისტთან

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს