ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე - ვერ გეტყვით, რა დაესიზმრათ

ვერ გეტყვით რა დაესიზმრათ, - ასე უპასუხა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელმაც თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სტუდენტების დაგეგმილი აქციის გამო თბილისში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, რა მოსატანი იყო 3 თებერვალს, სტუდენტების მიერ სამინისტროსთან დაგეგმილი აქცია, არ ვიცი. როგორც აღმოჩნდა, ეს აქცია საერთოდ არ ტარდება. ვერ გეტყვით რა დაესიზმრათ. ზოგადად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური კრიზისული ცენტრი, რომელმაც ეს კომენტარი გააკეთა, ფუნქციონირებს 2013 წლიდან, ის ახორციელებს კრიზისული და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამ ინფორმაციას შემდეგომ აწვდის რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობენ. ასეთი კომენტარები სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც კეთდება, ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „გლობალ ფაინანსის“ კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგადად კი 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, ხოლო რუსეთი 108-ე პოზიციას. დასკვნები შეგიძლიათ თავად გააკეთოთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს 3 თებერვალს, თბილისში, მასობრივი შეკრების ადგილებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს, სტუდენტების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა