საქართველოში მერაია ქერის კონცერტის გამართვა იგეგმება

Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში, შესაძლოა, მომღერალი მერაია ქერი ჩამოვიდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოში მომღერალი პირველ კონცერტს Black sea Arena-ს სცენაზე მიმდინარე წლის მაისში გამართავს.

„ვაგრძელებთ ინტენსიურ პროგრამას Black sea Arena-ს ბაზაზე. შესაძლებელია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში, მერაია ქერი ჩამოვიდეს საქართველოში და მაისში გამართოს პირველი კონცერტი. ეს არის პროცესში. როგორც კი დაზუსტებული იქნება, შეგატყობინებთ“, - განაცხადა ქობულიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა