ნატა ძველიშვილი - როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოხატვის გარკვეული ფორმები აწუხებს

პრეზიდენტისა და არასამთავრობოების შეხვედრიდან კონკრეტული არაფერი გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ცილისწამების გამო ვინმე ციხეში არ წავა, - ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი თანხმდება, რომ ცილისწამებასთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით რეგულირება საჭირო არ არის. “ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრას თავად პრეზიდენტი არ დაესწრო. მოგვესალმა და შემდეგ შეხვედრების ოთახი დატოვა. არაფერი კონკრეტული ამ შეხვედრიდან არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ცილისწამების გამო ვინმე ციხეში არ წავა. ანუ სისხლის სამართლის მიმართულებით კანონის გამკაცრება არ განიხილება. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების იმ ძალიან მაღალ სტანდარტს, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ამ ორი ძირითადი მესიჯის გარდა, მე პირადად, ახალი ვერაფერი გავიგე და ცოტა უცნაური ფორმატი იყო, რადგან ისინი ჩვენგან მოსაზრებებს ელოდებოდნენ. არ ვიცოდით, მოსაზრებები რაზე გამოგვეთქვა, ვინაიდან ინიციატივა ჩვენგან არ წამოსულა. ერთი, რაც ამ შეხვედრაზე ძალიან პოზიტიური იყო, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ამ მიმართულებით რეგულირება საჭირო არ არის. როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოხატვის გარკვეული ფორმები აწუხებს. ისინი ფიქრობენ, რომ რამენაირად, კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ფიქრობენ, გარკვეული სამუშაო ჯგუფების შექმნაზეც, თუმცა ის მაგალითები, რაც შეხვედრაზე იყო მოყვანილი, ჩემი აზრით, უფრო მედია წიგნიერების კომპეტენციას განეკუთვნება და ამ მიმართულებით არის სამუშაო და არა საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით”,- აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა