სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 4 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 4 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გლდანის რაიონში შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის და თემქის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრვ) მაცხოვრებლებს.

ასევე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზუდვა შეეხება სამგორის რაიონში: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, დავითაშვილის და ახვლედიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ყვარლის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, რატილის, წალენჯიხის, გეზათის, მთისძირის, ტვიშის, მესხეთის და უშაკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა