ადვოკატი - ინგა ხოროიშვილი ვიდეოს რამე სახით გავრცელებას არ აღიარებს

ინგა ხოროიშვილი ვიდეოს რამე სახით გავრცელებას და მსგავსი ტიპის დანაშაულში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ აღიარებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული დებიდან ერთ-ერთის, ინგა ხოროიშვილის ადვოკატმა, ლევან დავითაიამ განუცხადა. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული აქტივისტის, ირმა ხოროიშვილის დაა.

როგორც დავითაია აცხადებს, დები მთელი რიგი დარღვევებით დააკავეს. ადვოკატი ხაშურის პოლიციის სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ირმა ხოროიშვილის მოსანახულებლად მიდის.

„მას ვიდეო ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოუგზავნეს. დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ. მეორე დასთან ამ წუთებში მივემგზავრები“, - აღნიშნა დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს შსს-მ 16 პირი დააკავა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია