დავით ზალკალიანი - ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს  განაჩენის აღსრულებისთვის შესაბამისი მექანიზმები შეიქმნას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ რუსეთის ფედერაცია ანგარიშვალდებული იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და წარმოადგინოს, როგორ ასრულებს იგი სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თავის მხრივ, ხელისუფლებაც გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის შესაბამისი მექანიზმები შეიქმნას.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება რუსეთის ფედერაციის მიმართ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება არის სავალდებულო რუსეთის ფედერაციისთვის შესასრულებლად. ბუნებრივია, ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ შესაბამისი მექანიზმები შევქმნათ ამ განაჩენის აღსრულებისთვის. ასევე, არსებობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების ფორმატი. ეს სწორედ ის სტრუქტურაა, სადაც შემდგომ უნდა მოხდეს განხილვა, თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ განაჩენის აღსრულება. სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, მუდმივად მოვახდენთ ამ საკითხის შესახებ მსჯელობას და ეს არის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს ანგარიშვალდებული, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მუდმივად წარმოადგინოს თავისი პროგრესი, თუ როგორ ასრულებს ამ განაჩენს,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა