მარიამ ჯაში საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე - ძალიან ინტენსიურ რეჟიმში უნდა გადავიდეს მუშაობა, სამართლებრივ ასპექტებში როგორ აისახება ცვლილებები

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მე-12 კლასის საატესტატო გამოცდების გაუქმებას ეხმაურება. როგორც ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეიდან ძალიან ინტენსიურ რეჟიმში უნდა გადავიდეს მუშაობა, სამართლებრივ ასპექტებში როგორ აისახება ცვლილებები.

"მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომ გათვალისწინებული იყო სამართლიანი პოზიცია მე-12 კლასის გამოცდებზეც. ჩემი თავდაპირველი პოზიცია გახლდათ საატესტატო სისტემის მოდიფიცირება და არა გაუქმება, მაგრამ რადგან მოხდა მე-11 კლასის საატესტატო გამოცდების გაუქმება და ერთჯერადად, მე-12 კლასში აღნიშნული ტესტების დატოვება, სამართლიანი იყო, რომ მე-12 კლასზეც გავრცელებულიყო აღნიშნული ნორმა.

დღეიდან ძალიან ინტენსიურ რეჟიმში უნდა გადავიდეს მუშაობა სამართლებრივ ასპექტებში როგორ აისახება ცვლილებები. ასევე, სამინისტროს ვთხოვ მაქსიმალურად დროულად განისაზღვროს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთაც ვერ ჩააბარეს წარმატებით თუნდაც ერთი გამოცდა, რა მიდგომა განხორციელდება მათთან დაკავშირებით. ასევე, დიდი იმედი მაქვს, სამინისტრო გუშინდელი კონსულტაციის შემდეგ, ძალიან სწრაფად მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას იმ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ელოდებიან საზღვარგარეთიდან პირველი კურსის მეორე სემესტრში საქართველოში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულებას. დარწმუნებული ვარ აქაც იქნება მიღებული სტუდენტებისთვის და მათი ინტერესებისთვის ოპტიმალური და შეჯერებული გადაწყვეტილება",- განაცხადა ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო