სოფო ჯაფარიძე ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე სამართალდამცველების რეაგირებას მიესალმება

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომისიის თავმჯდომარე მიესალმა ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ასევე, მომხდარზე სამართალდამცავი უწყებების რეაგირებას. ამასთან, სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა იმ შესაძლო კავშირზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სახის დანაშაულსა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის დამატებითი ბარიერების შექმნას შორის არსებობს.

კომისიის სხდომაზე უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

სოფო ჯაფარიძემ კომისიის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. საბჭოს საქმიანობის ანგარიში გააცნო კომისიის წევრებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ირინე ფრუიძემაც.

კომისიის სხდომაზე განიხილეს 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ-ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ეროვნული რეფერალური მექანიზმის განახლება, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, მოძალადეებისთვის ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების დანერგვა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) იდენტიფიცირების ჯგუფის მუშაობის გაუმჯობესება.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე, განიხილეს კომისიის სხდომებში სამოქალაქო სექტორის ჩართულობისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის საკითხი.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის ასევე იყო ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიის (COMBI) გაცნობა და “ევროკავშირი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ პროექტის შედეგების პრეზენტაცია.

სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო აქტივობებზე, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმში ანგარიშების წარდგენას უკავშირდება.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო