„მეტრა დეველოპმენტი“ - „მეტრა პარკის“ მობინადრეთა ჯგუფი „მეტრა დეველოპემენტის“ დისკრედიტაციას ცდილობს

„მეტრა დეველოპმენტი“ „მეტრა პარკის“ მობინადრეთა ჯგუფის ქმედებებს კომპანიის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად აფასებს. „მეტრა დეველოპმენტის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მობინადრეების ამ ჯგუფს მერიის სამსახურებში არა ერთი საკითხი აქვთ გასაჩივრებული, სასამართლოში კი საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმასთან (გრგ) დაკავშირებით 2018 წლის ივნისში შეიტანეს ორი სარჩელი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გზით მობინადრეები მერიას და საკრებულოს ედავებიან, ხოლო კომპანია საქმეში დაინტერესებულ პირად 2019 წლის იანვარში იქნა ჩართული.

„მობინადრეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და გრგ-ის მოქმედების შეჩერება, რაც ნიშნავს გრგ-ს ფარგლებში მოქმედი ყველა მიმდინარე პროექტის შეთანხმება-ცვლილების პროცესის შეჩერებას სასამართლო განხილვის დასრულებამდე. როგორც პირველი ინსტანციის ასევე სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. შესაბამისად, სასამართლო დავის განხილვა ხელს არ უშლის კომპანიას იმაში, რომ განახორციელოს პროექტების შეთანხმება, მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა და დაიწყოს მშენებლობა", - აღნიშნავს კომპანიის იურისტი ლიკა მოდებაძე.

კომპანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მობინადრეთა ჯგუფის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს არ ფლობდნენ ინფორმაციას საპროექტო ტერიტორიაზე სახლების მშენებლობის თაობაზე სიცრუეა და განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც პროექტში „მეტრა დეველოპმენტის“ შემოსვლამდე შემუშავდა, თავიდანვე მოიცავდა აღნიშნულ ტერიტორიაზე სახლების მშენებლობას. იმ დროისთვის პროექტს ახორციელებდა კომპანია „იბერია“, რომელსაც ომის შემდგომ პერიოდში შეექმნა ფინანსური პრობლემები და ვეღარ შეძლო პროექტის დასრულება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიამ, მას შემდეგ რაც რეაბილიტაცია დაიწყო, თავდაპირველად, სწორედ „იბერიას“ დაზარალებულების ბინებით დაკმაყოფილებაზე იზრუნა, რომლებიც ამჟამად „მეტრა დეველოპმენტის“ მისამართით გამოთქვამენ პრეტენზიებს და ცდილობენ, „მეტრა პარკის“ სხვა მაცხოვრებლებიც შეცდომაში შეიყვანონ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიამ ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში წერილობით მიმართა აღნიშნულ ჯგუფს და მოუწოდა, ნუ შეიყვანდნენ შეცდომაში „მეტრა პარკის“ მაცხოვრებლებს. წერილში განმარტებულია, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობა სრულ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და გარემოსდაცვით ნორმებთან. ასევე აღნიშნულია, რომ ის შეესაბამება დამტკიცებულ გრგ-საც.

რაც შეეხება გრგ-ში შეტანილ ცვლილებებს და სახლების მოცულობის ზრდას, „მეტრა დეველოპმენტი“ განმარტავს, რომ სხვა შემთხვევაში რეაბილიტაციის პროექტი ვერ განხორციელდებოდა. სწორედ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, პირველივე ეტაპზე განხორციელდა საცხოვრებელი კომპლექსის მთლიან ტერიტორიაზე კომუნიკაციების (წყალი, კანალიზაცია, სანიაღვრე, გაზი, ელ. მომარაგება, გზები) მოწყობა, რაშიც მილიონობით ლარი იქნა კომპანიის მხრიდან გადახდილი.

სიცრუა ასევე განცხადებები იმის თაობაზე, რომ კომპანია სრულად უგულვებელყოფს საკუთარი კომპლექსის მოსახლეობის სამართლიან შენიშვნებს, მოთხოვნებს და გაურბის მათთან კომუნიკაციას. “მეტრა დეველოპმენტმა“ მაცხოვრებლებთან შეხვედრა რამდენჯერმე მოაწყო და გააცნო მათ პროექტის ესკიზი. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც მობინადრეების ამ ჯგუფმა გამოთქვა პრეტენზიები, წავიდა მათთან დათმობაზე, დაიქირავა ახალი არქიტექტორი და შეიმუშავა მეორე ესკიზიც, რომელიც ასევე გააცნო მაცხოვრებლებს. ამის მიუხედავად, მათ მეორე ესკიზიც მერიის იურიდიულ სამსახურში გაასაჩივრეს, რომელმაც, სრულიად კანონიერად, ორივე საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უარი უთხრა. მერიის მიერ მოწონებულ იქნა ესკიზის როგორც პირველი, ასევე მეორე ვარიანტი.

კომპანია მობინადრეთა მიერ ესკიზების მერიის იურიდიულ სამსახურში გასაჩივრებას ასევე რეპუტაციის შელახვის მცდელობად აფასებს.

„პროექტის ესკიზის წინასწარი შეთანხმება წარმოადგენს წინასაპროექტო ეტაპს, რომელიც არ არის სავალდებულო და დამკვეთის მიერ ის ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ დამკვეთმა იცოდეს, კონკრეტული ფორმით პროექტის განხორციელება იქნება თუ არა ქალაქისთვის მისაღები,“- განმარტავს კომპანიის იურისტი.

ამასთან, „მეტრა დეველოპმენტი“ დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს მობინადრეთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მერიის არქიტექტურის სამსახური პროექტს იწუნებს და მასთან შენიშვნები აქვს.

„ეს არის მიმდინარე პროცესი. როცა არქიტექტურის სამსახურში ხდება განაცხადის შეტანა პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე, არქიტექტურის სამსახური ამუშავებს წარდგენილ დოკუმენტაციას და ადგენს ხარვეზებს, რომელიც განმცხადებლის მხრიდან უნდა იქნეს გასწორებული. ბუნებრივია, მოქმედი რეგულაციებიდან გამომდინარე, შენიშვნების წარმოდგენა და მათი გამოსწორება შესაძლოა რამდენიმე ეტაპად განხორციელდეს, რაც არავითარ შემთხვევაში კანონდარღვევას არ წარმოადგენს. არქიტექტურის სამსახურმა მართლაც რამდენჯერმე დაადგინა ტექნიკური ხასიათის სხვადასხვა ხარვეზები, რაც დამუშავებული იქნა კომპანიის მიერ თავის არქიტექტორებთან ერთად და იქნა გამოსწორებული. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რაც მშენებლობის ნებართვის მოპოვებას უკავშირდება“, - აღნიშნავს იურისტი.

ამასთან, საგულისხმოა, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ კონკრეტულ საკითხზე ყოველი ახალი გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვის მობინადრეთა ჯგუფის მიერ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გააქტიურება, რათა ამით ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე პროცესებზე.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კომპანიას 6 თვეა შეჩერებული აქვს გაყიდვები. ხოლო ცალკეულმა პირებმა მობინადრეთა ამ ჯგუფიდან კომპანიის წარმომადგენლებთან განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებების სასამართლოსა და მერიის იურიდიულ სამსახურში გასაჩივრების გზით შეეცდებიან, ხელი შეუშალონ კომპანიას და დროში გაწელონ მშენებლობის ნებართვის მიღება, რათა მისი მოპოვების დროისათვის კომპანია აღარ იყოს ქმედითუნარიანი. კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრებში ისინი აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ ახალი სახლების მშენებლობის შედეგად, მათი ბინების ფასი 20-30%-ით დაეცემა. ამასთან დაკავშირებით კომპანია განმარტავს, რომ ბოლო წელიწადნახევარში, „მეტრა პარკში“ კვადრატულ მეტრზე საშუალო შეწონილი ფასი მინიმუმ 15-20%-ით არის გაზრდილი.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, კომპანია განმარტავს, რომ მობინადრეთა ამ ჯგუფის პრეტენზიები უსაფუძვლოა და მათი ქმედებები კომპანიის დისკრედიტაციას ემსახურება. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მობინადრეთა ამ ჯგუფს, შესაძლოა, გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესებიც ამოძრავებდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს