სახალხო დამცველი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავებს

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

განცხადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ჩანაწერების გავრცელებისგან და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების მიზნით.

„იმისთვის, რათა არ მოხდეს მრავალი პირის პასუხისგებაში მიცემა და დაცული იქნას მათი უფლებები, სახალხო დამცველს საჭიროდ მიაჩნია შეახსენოს საზოგადოებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571 და 158-ე მუხლებით აკრძალულია პირადი ცხოვრებისა და კერძო შინაარსის კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, მობილური ტელეფონით ან სხვა ონლაინ საშუალებით) უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება (მათ შორის, სოციალურ ქსელებში, პირადი საკომუნიკაციო არხებით) ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ჩანაწერების გავრცელებისგან და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების მიზნით.

აქვე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კადრების გავრცელების ორგანიზატორთა დასადგენად.

ამავდროულად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ აქტიური პრევენციული კამპანია, რომელიც აუხსნის მოქალაქეებს მათ ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ საკომუნიკაციო საშუალებებში ფარულ კადრებს მიიღებენ, რათა თავიდან ავიცილოთ მათ მიერ დანაშაულში უნებლიე თანამონაწილეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა