ლაშა დარსალია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ვან დერ კლაუს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ვან დერ კლაუს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში UNHCR-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ UNHCR-ის რეგიონულ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას ისახავს.

ამასთან, ლაშა დარსალიამ იოჰანეს ვან დერ კლაუს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა UNHCR-ის როლის მნიშვნელობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს