კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ძირფესვიანად აღმოფხვრის ყველა იმ მანკიერებას, რაც წლებია დაგროვდა სისტემაში

დარწმუნებული ვარ, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ძირფესვიანად აღმოფხვრის ყველა იმ მანკიერებას თუ ხარვეზს, რაც წლებია, თაობებია დაგროვდა სისტემაში, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„როგორც მშობელს, მიხარია განათლებაში დაწყებული რეფორმები. ჩვენ ხომ წლებია - საზოგადოება, პოლიტიკოსები, განათლების სპეციალისტები თუ ექსპერტები ვამბობთ, რომ სისტემა მისახედია. ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ განათლებული საზოგადოება ქვეყნის განვითარების საწინდარია​ .ბავშვებისთვის მოსაწესრიგებელია ყველაფერი - სკოლის და მშობლის ურთიერთობიდან დაწყებული, სახელმძღვანელოებით და სასწავლო პროგრამებით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები ძირფესვიანად აღმოფხვრის ყველა იმ მანკიერებას თუ ხარვეზს, რაც წლებია, თაობებია დაგროვდა სისტემაში. ადამიანს კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული სწავლის უფლება და არა ვალდებულება. მისი თავისუფალი არჩევანია სკოლის დასრულების შემდეგ სად წავა, რას ისწავლის ან რა საქმიანობას მოკიდებს ხელს. ასე რომ, მხარდაჭერა დიდ ცვლილებებს განათლებაში და წარმატებები გუნდს!“, - აღნიშნავს კახა კალაძე.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა