საგაზაფხულო სესიაზე ენერგეტიკის სფეროს მარეგულირებელი კანონპროექტების განხილვა დაიწყება

პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ენერგეტიკის სფეროს მარეგულირებელი კანონპროექტების განხილვა დაიწყება. პროექტების შესახებ დღეს ბორჯომში, სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში“ პოლიტიკური დისკუსია გაიმართა.

შეხვედრაზე ენერგეტიკის შესახებ, ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის თაობაზე მომზადებულ კანონპროექტებზე იმსჯელეს, რომლებსაც მთავრობა პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შემოიტანს.

“ძალიან მნიშვნელოვანია საკითხზე წინასწარი განხილვის მოწყობა, რათა ყველა ჩართული პირის აზრი გავიზიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ევრო-რეგულაციებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია არის ჩვენი ვალდებულება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითრების დონე მკვეთრად განსხვავდება მთელი რიგი იმ ქვეყნებისაგან, სადაც ასეთი რეგულაციები მოქმედებს, ამიტომ მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება და იმ პირობების საქართველოს რეალობასთან შესაბამისობა“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ენერგეტიკისა და ენერგოეფექტიანობის რეფორმების განვითარების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლის საკითხზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს, ენერგოეფექტიანობის ზომების მიღების საფუძველზე წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები და სხვა აქტუალური საკითხები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას თქმით, ახალი ჩარჩო კანონის პროექტი, რომლის შესახებაც დღეს ფართო დისკუსია გაიმართა, ახალ წესებს და სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომხმარებლის უფლებები კიდევ უფრო დაცული იყოს და მას ჰქონდეს არჩევანი კონკურენტულ მიმწოდებლებს შორის თუ ვისგან, რა ფასად, რა პირობით შეიძინოს ელექტროენერგია თუ ბუნებრივი აირი. ეს საქმიანობა იქნება კონკურენტული.

ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წამყვანმა ექსპერტებმა დარგში არსებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ქართულ მხარეს. მოხდა ენერგოეფექტიანობასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე პოზიციების შეჯერება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, "EU4Energy Governance" პროექტისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ორგანიზებით გამართული შეხვედრა ენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმის თობაზე ბორჯომში ხვალაც გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს