ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში როს უილსონს შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. სააგენტოს თავმჯდომარემ უილსონს რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები გააცნო.

“ელჩმა განაცხადა, რომ ინფორმირებულია სააგენტოს აქტივობების შესახებ და დადებითად აფასებს რელიგიური ორგანიზაციების მიმართ წარმოებულ სახელმწიფო პოლიტიკას. მან ასევე დადებითად შეაფასა სააგენტოს პირდაპირი კონტაქტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და შესაბამის კოლეგა სტრუქტურასთან. თქვა, რომ ინფორმირებულია სააგენტოს თავმჯდომარის აშშ-ში, რელიგიის თავისუფლების საკითხებზე გამართულ მინისტერიალში მონაწილეობის თაობაზე, რომელშიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი მონაწილეობდნენ და მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა სააგენტოს შესაბამის სტრუქტურასთან ურთიერთობაში“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, აშშ-ში დაიგეგმა რელიგიის სააგენტოსთან ერთობლივი პროექტების მომზადება, რომლებიც რეგიონის მასშტაბით განხორციელდება, საქართველო კი რეგიონული ცენტრის ფუნქციას იტვირთებს.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩი 7 თებერვალს, რელიგიის სააგენტოს ახალი პროექტის, ფოტოალბომის - “რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაციაზე მიიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა