თინა ბოკუჩავა - ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება სხვა ე.წ. კომპრომატები ჰქონდეს

ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება სხვა ე.წ. კომპრომატები ჰქონდეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. დეპუტატის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სუს-მა ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაავრცელა, რათა რიგით მოქალაქეებზე მომხდარიყო ჯოხის გადატეხვა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვიდეო თავად ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაავრცელა სუს-მა, რადგან ამას ჰქონდა სპამური ხასიათი. ათობით ადამიანს მიუვიდა „ინბოქსში“ სწორედ იმ იმედით, რომ ვიღაცას ხელი წაუცდებოდა და შემდგომ სუს-ი ადამიანებზე შეეცდებოდა ჯოხის გადატეხვას. სამწუხარო ის არის, რომ თავად ეკა ბესელიასაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწორად განაცხადა, ინიციატორი უნდა დასაჯონ სამართალდამცავებმაო, ის მაინც ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სხვა ე.წ. კომპრომატებიც“, - განაცხადა თინათი ბოკუჩავამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა