თინა ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მორჩილი სასამართლო

მარტივი პროცესია, „ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მორჩილი სასამართლო“, - ამის შესხებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, მანკიერი მოსამართლეების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, რათა სამომავლოდ სასამართლო ხელისუფლებამ მისი დავალებები უპირობოდ შეასრულოს.

„მარტივი პროცესია, „ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მორჩილი სასამართლო. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მოსამართლე, რომელიც მარტივად გადაუწყვეტს იმ საქმეს, რომელიც მას სჭირდება. მაგალითად დახუროს ესა თუ ის ტელევიზია, რაც ვნახეთ. სჭირდება იმისთვის, რომ ჩაძიროს ესა თუ ის ბიზნესმენი, მოიშოროს ესა თუ ის პოლიტიკური ოპონენტი, რადგან არაერთხელ გვიხილავს ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს გამოყენებით, გახარიას სიტყვებით რომ ვთქვა, როგორ „ჩააგდებს“ ხოლმე კონკრეტულ ოპონენტს ციხეში, მაგალითად იმისთვის, რომ მან ბიძინა ივანიშვილს მოუგო კონკრეტული ოლქი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო