ეკა ბესელია - არ იყო სწორი იმ კადრების შერჩევა, ვინც პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეირჩა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის მხრიდან არასწორი კადრები შეირჩა.

როგორც ბესელიამ დღეს, ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, აღნიშნულ პირებს ლობირებდნენ, პირადად მას კი მიაჩნდა, რომ კარგი არჩევანი არ იყო. ბესელიას განმარტებით, მან იუტიციის უმაღლეს საბჭოში იმ არამოსამართლე წევრებს დაუჭირა მხარი, ვისაც ენდობოდა, მაგრამ არა ყველას.

ბესელია იმასაც ამბობს, რომ პირველი შიდა მწვავე კონფლიქტი სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი არამოსამართლე წევრის არჩევის დროს მოხდა.

“არ იყო სწორი ასეთი კადრების შერჩევა, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეირჩა. ასარჩევ პირთაგან ჯგუფს ის პირები ლობირებდნენ, ვინც ცნობილი გვარებით სახელდება და ვისაც ჰყავდა და ჰყავს თავისი მხარდამჭერები პარლამენტში. ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ემახსოვრება ამ თემაზე ჩემი ემოციური საუბარი. არ მიმაჩნდა, რომ ეს იყო კარგი არჩევანი. ეს პროცესი ნამდვილად მახსოვს ძალიან მწვავედ. შიგნით ამ თემაზე დიდი ვნებათაღელვა იყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო