ნინო ლომჯარია - სამწუხაროა, რომ ორი წელი გავიდა, რაც ეს კადრები გავრცელდა და დღემდე არ ვიცით ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან

სამწუხაროა, რომ ორი წელი გავიდა, რაც ეს კადრები გავრცელდა და დღემდე არ ვიცით ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენის თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა სამართალდამცავ უწყებებს უკავშირდება, ვინაიდან ამ დრომდე საზოგადოებას არ აქვს პასუხი იმაზე, თუ ვინ არის ორგანიზატორი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღების და გავრცელების.

„არ ვიცი რა შეიძლება იყოს უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება. სამწუხაროა, რომ ორი წელი გავიდა, რაც ეს კადრები გავრცელდა და დღემდე არ ვიცით ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, ვინ იყო ორგანიზატორი. ეს არის სამართალდამცავი ორგანოს პასუხისმგებლობა. როდესაც ასეთ სისტემურ პრობლემას აქვს ადგილი, მინიმუმ მუდმივად უნდა ხდებოდეს გამოძიება, როგორც მიმდინარე გამოძიებაზე, ასევე პასუხისგებაში მიცემულ პირებზე. დღეს აღმოჩნდა ისე, რომ სამი წლის წინ ყველა განვიცდიდით და ნომერ პირველი პრობლემა გვეგონა, მაგრამ არავინ იცის რა მოხდა, ვინ დაისაჯა, ვინ არ დაისაჯა და რა ეტაპზე ვართ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო