ეკა ბესელიას შეფასებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ განცხადება დაგვიანებული იყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ განცხადება დაგვიანებული იყო.

“რა თქმა უნდა, დააგვიანდათ, ამ ქვეყანაზე ყველამ რომ თქვა - ნაცნობმა და უცნობმა, მერე მოჰყვა. არ მინდა კოლეგებს ვაწყენინო, მაგრამ სხვები მეუბნებიან, თუ რა იყო ეს კომენტარები - არ გვინახავს... და რა უნდა ნახო?! უნდა ნახო და მერე შეაფასო?! რატომ უნდა ნახო და მერე შეაფასო?! ამაზე ბევრს ნეგატიური რეაქცია ჰქონდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა