ეკა ბესელია - უმრავლესობის ორდღიანი შეხვედრა თავისი შინაარსითა და შედეგით ისე დასრულდა, რომ მქონდა მოლოდინი, შეიძლება რაღაც ცუდი მომხდარიყო

უმრავლესობის ორდღიანი შეხვედრა თავისი შინაარსითა და შედეგით ისე დასრულდა, რომ მქონდა მოლოდინი, შეიძლება რაღაც ცუდი მომხდარიყო, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

“ახლა ერთი ცუდი რაღაც უნდა ვთქვა... უმრავლესობის ორდღიანი შეხვედრა რომ იყო, იყო ძალიან რთული, დაძაბული, მაგრამ ძალიან საჭირო. თავად ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ კონფლიქტი კი არ გაეღრმავებინა, არამედ გადაწყვეტის გზები მოეძებნა. ორდღიანი შეხვედრა თავის შინაარსითა და შედეგით ისე დასრულდა, რომ მქონდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა რაღაც ცუდი მომხდარიყო. ხელს არავის ვადებ, რადგან ყველაზე დიდი საშინელება არის ცილისწამება და დაბრალება, ამიტომ თავს ვიკავებ, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდები და ჩემი განცდაა...“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ამ კონტექსტში ბესელიამ განმარტა, სწორედ უმრავლესობის ორდღიან შეხვედრაზე დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ უნდა შეჩერებულიყო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის პროცესი და ჰქონდა საკმაოდ მწვავე საუბარი იმ ადამიანების თანდასწრებით, ვისაც ეს ეხებოდა.

“იქ მე ღიად დავსი შემდეგი შეკითხვა - გნებავთ ყოფილ, გნებავთ ამჟამინდელ მინისტრებს, ნებისმიერს, ვისაც გინდათ ჰკითხეთ, ოდესმე რამე ვინმესთვის მითხოვია თუ არა ჩემი პირადი ინტერესის ან ჩემი ოჯახის ინტერესების გამო. არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია! რაღაცები რომ მექაჩებოდეს, ყოველთვის წინა ხაზზე არ ვიდგებოდი - მეც მოვნახავდი მყუდრო ადგილს!“, - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატმა “360 გრადუსში“ დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას ბოდიში მოუხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო