მაიკ პენსი - ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო უნდა მოეღოს მადუროს დიქტატურას

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმს ბოლო უნდა მოეღოს.

ამის შესახებ მაიკ პენსმა ფლორიდას შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ახლა არ არის დიალოგის დრო. მოქმედების დროა. ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო უნდა მოეღოს მადუროს დიქტატურას“, - განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

მაიკ პენსის თქმით, აშშ-ს ხელისუფლება მოვლენების განვითარების ყველა სცენარს განიხილავს და ნიკოლას მადუროს მოუწოდებს, არ გამოსცადოს აშშ-ს მტკიცე განწყობა.

„აშშ განაგრძობს დიპლომატიურ ზეწოლას, რათა დემოკრატიისკენ მშვიდობიანი გადასვლა მოხდეს. მაგრამ, ვისაც ეს ეხება უნდა იცოდეს: მოვლენების განვითარების ყველა სცენარს განვიხილავთ“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

გარდა ამისა, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონი მზად არის იმუშაოს ვენესუელას პარლამენტთან, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, დროებით მთავრობასთან და პრეზიდენტ ხუან გუაიდოსთან“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა