შსს-მ ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ. ი. და მისი ძმა - 1994 წელს დაბადებული ბ. ი. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს სამტრედიაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორი, ხუთი საბურავი და სხვადასხვა ხელსაწყო, ხოლო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ავტომანქანიდან ერთი საბურავი მოიპარეს.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სამართალდამცველებმა 2002 წელს დაბადებული ლ. კ. კი ქუთაისში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, ღამით, სუპერმარკეტი „ფემილის“ ორი ფილიალი გაქურდა. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავეს 1966 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი ა. ა., რომელმაც ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინა გაქურდა. პოლიციამ მოპარული ნივთები: სანადირო თოფი, ჭოგრიტი, სამონადირეო დანები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ქურდობის ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: მანქანიდან მოპარული აკუმულატორი, 5 საბურავი და სხვადასხვა ხელსაწყო: ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარ ქურდობის ფაქტებზე ძმები დააკავეს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა