სიმონ ნოზაძე - არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც გაიმართოს

დღის წესრიგის მიხედვით, მოსამართლეებზე უნდა ვიმსჯელოთ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მსჯელობა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც გაიმართოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ამაზრზენი ფაქტი იყო. „დღის წესრიგში, რაც მე მომივიდა, წერია, რომ ისევ მოსამართლეებზე მსჯელობა გაგრძელდება. ამაზე მეტი არაფერი ვიცი. ის ორდღიანი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო და იმ რეზიუმემდე მივედით, რომ ყველაფერი გადავაბაროთ სამუშაო ჯგუფს, მათ შეიმუშავონ კრიტერიუმები და შემდეგ ვიმსჯელოთ ცალკეულ მოსამართლეზე. კონკრეტულად რა ხდება, ვისთან მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ამაზე ყველაზე კომპეტენტურად ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე გიპასუხებთ. არ გამოვრიცხავ, რომ მსჯელობა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც გაიმართოს. რასაც მე ვუყურებდი, თვითონ ეს ფაქტი ამაზრზენი იყო. ეს უზნეო ადამიანების გაკეთებულია“, - განაცხადა ნოზაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა