დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის ლეგიტიმაცია არ აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ყოფილმა პრეზიდენტმა საბჭოში კანონდარღვევით წარადგინა, შესაბამისად, მას საბჭოს წევრობისთვის ლეგიტიმაცია არ აქვს. აღნიშნულის შესახებ მოსამართლე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„იცით, რატომ არ აქვს ლეგიტიმაცია ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის?

1) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-11-პრიმა პუნქტის თანახმად, პრეზიდენტყოფილ მარგველაშვილს ის კონკურსის წესით უნდა დაენიშნა. გაგიგიათ ვინმეს ასეთი კონკურსის ჩატარების შესახებ? მე არა! ანუ - თუ ანა დოლიძე უკონკურსოდ დაინიშნა, ჩადენილია კანონდარღვევა და მისი დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი ბათილია!

2) თითქმის ყველა უწყებას და პროფესიულ ჯგუფს აქვს ეთიკური წესები, რომელიც უნდა დაიცვას ამ უწყებაში დასაქმებულმა ან პროფესიულ ჯგუფში გაწევრიანებულმა პირმა. ეთიკური წესები კი ამ პირს პირველ რიგში ავალდებულებს - იზრუნოს უწყების/პროფესიული ჯგუფის ინტერესების დაცვასა და ავტორიტეტის ამაღლებაზე.

ანა დოლიძე კი რას აკეთებს? შანსს არ უშვებს - ძირი გამოუთხაროს სასამართლო ხელისუფლებას და დააკნინოს საზოგადოების, უცხოელების თვალში! იტყუება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ზრუნავს მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე, სასამართლოს დისკრედიტაციის ხარჯზე! შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იფერებს ხოლმე, როცა ვინმე დაუწერს: ,,ანა, თქვენ საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდით!“ და გულაჩუყებული უხდის მადლობებს.

3) ანა დოლიძე არ მონაწილეობს არც ერთ ღონისძიებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან სასამართლოს დადებითად წარმოაჩენს! იქ კი, სადაც სასამართლოს ლანძღავენ, ის პირველი მიდის! სწორედ ამ სამი გარემოების გამო, ანა დოლიძეს არ აქვს ლეგიტიმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის“, - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა