დიმიტრი ხუნდაძე - უსასრულო კონსულტაციები ყველაფერს აზიანებს, იმედი მაქვს, რომ პრინციპულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ

უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა მოსამართლეების საკითხს შეეხება. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დღეს მოხდება.

„მესამე რაუნდი გაიმართება კონკრეტულად სასამართლოების თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, მეოთხე აღარ უნდა გახდეს საჭირო და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს. კონკრეტიკაზე ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც შეხვედრა დასრულდება და თქვენთვისაც ცნობილი გახდება. მე იმედი მაქვს, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული და დასრულებული,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს