საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესტონეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან, კაი კაარელსონთან შეხვედრა გამართა.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ამ კონტექსტში ლაშა დარსალიამ შეშფოთება გამოხატა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის საჭიროებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. აქცენტი გაკეთდა ფორმატის მნიშვნელობაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების და ადგილზე მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით. აღინიშნა ასევე გალის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში განახლების აუცილებლობა.

კაი კაარელსონმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ქართულ მხარეს დახმარება აღუთქვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს თანადგომისთვის, რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს საერთაშორისო არენაზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა