ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 248 ადამიანი.

ამის შესახებ მინას-ჟერაის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო 110 დაღუპულზე.

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, შემთხვევიდან მერვე დღეს გადარჩენილების პოვნის შანსი მინიმალურია.

მინას-ჟერაის შტატში კაშხლის გარღვევა 25 იანვარს მოხდა.

ამასთან, რამდენიმე ტელევიზიამ ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც დაფიქსირებულია კაშხლის გარღვევის პროცესი.

იხილეთ ვიდეო: ტრაგედიის პირველი წუთები სათვალთვალო კამერის კადრებში: ვიდეოში ჩანს, როგორ ტბორავს წყლის და ქვიშის მასა ყველაფერს, კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ ბრაზილიაში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო