ლევან გოგიჩაიშვილი - ეს მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ მსახურები, მათ არ გააჩნიათ პრინციპები, სასამართლო ამ ადამიანების ხელში რისკის მატარებელია

ეს მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ მსახურები, მათ არ გააჩნიათ პრინციპები. სასამართლო ამ ადამიანების ხელში რისკის მატარებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საუბარი ფარული ჩანაწერების გავრცელებასაც შეეხოს.

„მას შემდეგ რაც ჩვენ შევიკრიბეთ, ძალიან ბევრი რამ მოხდა. იყო მოსამართლეთა სამარცხვინო კონფერენცია, იყო მოსამართლეთა სამარცხვინო ეთერები, რომლებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად შეუფერებლები არიან ისინი ამ საქმისთვის. მათი ლოგიკა, მათი აზროვნება ზუსტად იგივეა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ მსახურები, მათ არ გააჩნდათ პრინციპები, ისინი ასრულებდნენ დავალებებს. სასამართლო ამ ადამიანების ხელში არის რისკის მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოს მომავალი იყოს ბევრად უფრო კარგი და საზოგადოებისთვის მისაღები, რადგან თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი უფლებები ოდესღაც იქნება დაცული. ამიტომ დღევანდელი მოცემულობა არის მძიმე სურათი. ვფიქრობთ, სალაპარაკო ძალიან ბევრია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარიანტები, რა ვარიანტითაც უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ფარულ ჩანაწერებთან,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო