ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის ბიძა - ჩემს ძმისშვილს ვიდეო ღამის 2 საათზე გამოუგზავნეს, დილის 8 საათზე შეიარაღებული პირები მოვიდნენ და დააკავეს

ჩემი ძმისშვილი გუშინ დილით 8 საათზე დააკავეს, ლოგონში იწვა, 7-8 შეიარაღებული პირი მოვიდა, წამოაყენეს ლოგინიდან თავისი ტელეფონით, კომპიუტერით და თბილისში წამოიყვანეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, 23 წლის ირაკლი ქასრაშვილის ბიძამ კახა ქასრაშვილმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, მის ახლობელს ვიდეო ღამის 2 საათზე გაუგზავნეს, დილით კი დააკავეს.

„კადრების მიღება-შენახვას ედავებიან, ახლობელმა გამოუგზავნა. ეს ვიდეო ბოლომდეც არ უნახავს, მეზღვაური ბავშვია და არ აინტერესებს ასეთი რაღაცეები, არც არავისთვის გაუგზავნია. დილით შეიძლება წაეშალა, ღამის 2 საათი იყო, ბავშვმა დაიძინა. დილით 8-ზე ესენი მოვიდნენ და წამოიყვანეს. რა უნდა აღიაროს? ვიდეო შეუგნებლად მეგობარს რომ გავუგზავნო, ეს რამე ბრალია? მაშინ ასეთი რაღაც ხელმიუწვდომელი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ნახევარმა საქართველომ არ იცის ამის მნიშვნელობა", - განაცხადა ქასრაშვილმა.

ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა