კაბო-ვერდეს პორტში რუსეთის 11 მოქალაქე დააკავეს და 9 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

კაბო-ვერდეს პოლიციამ პრაიას პორტში გემზე რუსეთის 11 მოქალაქე დააკავა და 9.5 ტონა კოკაინი ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Maritime bulletinვ ავრცელებს.

პანამის დროშის ქვეშ გემი სამხრთ ამერიკიდან მაროკოში მიემართებოდა. 31 იანვარს იურიდიული მიზეზების გამო გემი პრაიას პორტში შევიდა. არსებული ინფორმაციით, როდესაც გემი პორტში შევიდა, ადგილობრივმა პოლიციამ უკვე იცოდა ნარკოტიკების კონტრაბანდის შესახებ. საერთო ჯამში 9.570 კილოგრამი კოკაინია ამოღებული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეების დაკავება დაადასტურეს კაბო-ვერდეში რუსეთის საელჩოში.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა