ზურაბ ჯაფარიძე ფარულ ვიდეოჩანაწერებზე - თუ სახელმწიფო აპირებს დასაჯოს ყველა ვინც ეს ფაილი ნახა, მას ათასობით ადამიანის დასჯა მოუწევს

თუ სახელმწიფო აპირებს დასაჯოს ყველა ვინც ეს ფაილი ნახა, მას მოუწევს ათასობით ადამიანის დასჯა. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში საუბარია შერჩევით სამართალზე, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე „გირჩის" 3 წევრია დაკავებული.

„დასასჯელია, ის ადამიანი, ვინც ეს ფაილი ატვირთა და მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. აქ მთავარია, პოლიტიკური მიზანი, ვიღაცას უნდოდა ამ ფაილის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, რომელიც დასასჯელია. ეს ამორალური საქციელია, მაგრამ ამის გამო ადამიანების დასჯას თუ დავიწყებთ, ამ ქვეყანაში ათობით ათასი ადამიანია დასასჯელი. ამ ათობით ათასიდან 16 ადამიანს თუ არჩევენ, ეს არის შერჩევითი სამართალი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაო სასამართლოში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 17 პირიდან 9 პირის სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო