ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ვიდეო ტელეფონში საღამოს მიიღო და დილით დააკავეს

ნონა ჟორჟაძეს, რომელსაც ვიცავ, ვიდეო არ გაუვრცელებია. მან აღნიშნული ვიდეო თავის ტელეფონში საღამოს მიიღო და დილით დააკავეს, - ამის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ნონა ჟორჟაძის ადვოკატმა თეიმურაზ მაგრაქველიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

"ვიდეო თანამშრომელმა გაუგზავნა, ის თანამშრომელიც დაკავებულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და მას აღკვეთის ღონისძიების ეს უკიდურესი ზომა უნდა მოეხსნას. გამოძიების ეტაპზე მისი უდანაშაულობა დადასტურდება", -განაცხადა მაგრაქველიძემ.

საქალაქო სასამართლო ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს