ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დაიხურა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირებიდან 9 პირის სასამართლო სხდომა დაიხურა. სხდომის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ მიიღო.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების მაღალ ინტერესი არსებობს, მოსამართლემ განმარტა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ლეგიტიმური უნდა იყოს.

მოსამართლის განცხადებით, შუამდგომლობა ლეგიტიმურია, როცა ამას არ მოყვება სახელმწიფო ინტერესების ან ფიზიკური პირების ინტერესების დარღვევა.

სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

როგორც პროკურორმა თავის შუამდგომლობაში განმარტა, საქმე ეხება დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტს, ასევე პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა, რადგან მათი განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა არ ხდება, შესაბამისად, ვინმეს პერსონალურ მონაცემზე საუბარი არ იქნება.

საქალაქო სასამართლო ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა