საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც „გაერო-ს მიგრანტთა პაქტიდან" საქართველოს გამოსვლას ითხოვს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯონდი ბაღათურიას თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მათი შეკრების მიზანია, რომ მოხდეს საზოგადოების ყველა ნაწილის მოთხოვნების გაშუქება, როგორც კონსერვატიულის, ისე - ლიბერალურის.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მიგრანტთა პაქტის არსებობა გაშუქდეს. გაშუქდეს საზოგადოების იმ ნაწილის აქტივობა, ვინც ამ პაქტს არ ვეთანხმებით. არ ვეთანხმებით აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუზღუდავად გადმოსახლებას", - განაცხადა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობა კონსტრუქციულად დახვდა აქციის მონაწილეებს და ცოტა ხანში დაიწყება დიალოგი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობასთან.

იხილეთ ვიდეო: საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს