აშშ-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთი მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმებას ტოვებს

აშშ-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთი მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმებას ტოვებს.

„ჩვენ შემდეგნაირად ვიმოქმედებთ, ჩვენი პასუხი სარკისებრი იქნება. ამერიკელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ წყვეტენ მონაწილეობას ამ შეთანხმებაში და ჩვენც ასე მოვიქცევით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი არ განათავსებს ამგვარ შეიარაღებას არც ევროპაში და არც მსოფლიოს სხვა წერტილში, ვიდრე ამ რეგიონებში მსგავსი ამერიკული შეიარაღება არ განთავსდება“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ რუსეთს და სხვა სახელმწიფოებს აცნობებს, რომ 1987 წელს საბჭოთა კავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესს 180 დღეში დაასრულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო