თამარ ტალიაშვილი წიგნის საჯაროდ  კითხვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი „ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდში“ გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საჯარო კითხვის სიმბოლურ ტრადიციაში ჩაერთნენ.

„თბილისში თითქმის არ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით რაიმე აქტივობა არ ხორციელდება. ამ ინიციატივას თბილისის საჯარო ბაღებში ზუსტად ისეთი გაგრძელება მოყვა, როგორსაც მოველოდი, როდესაც მისი მასშტაბური აღნიშვნის ინიციატივა დავაყენე. ამიტომ, წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თაობების ინტელექტუალურ-შემოქმედებითი განვითარების საქმეში“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

სალონური ტიპის შეხვედრაზე, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, ქართველი მწერლები და გამომცემლები- ქეთევან დუმბაძე, ნიკა ჯორჯანელი, ალეკო შუღლაძე, ცირა ბარბაქაძე, ვასო გულეური, მანონ ბულისკერია, ცისანა ჯოხაძე, ბესო სოლომონაშვილი, ირაკლი შამათავა და სხვები საკუთარი შემოქმედებიდან ამონარიდებს ერთმანეთის მონაცვლეობით კითხულობდნენ.

თბილისის საკრებულოსა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც, სამომავლოდ, კულტურულ საგანმანათლებლო და შემოქმედებით ღონისძიებები იგეგმება.

საკრებულოს განცხადებით, წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღე წლებია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მასში ათასობით ადამიანი ერთვება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა